ვერ ვხედავთ საფუძველს, ვენდოთ სიტყვაზე იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს – ვოლოდიმირ ზელენსკი

სიგნალები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდიდან გვესმის, შეიძლება დადებითად შეფასდეს, თუმცა ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების აფეთქებებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას არ აქვს საფუძველი, რომ რუსეთს სიტყვაზე ენდოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ყველა რისკს. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ საფუძველს, ვენდოთ სიტყვაზე იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან. ამ 34-დღიანი შეჭრისა და დონბასში 8 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად უკრაინელებმა გაიაზრეს, რომ შეიძლება ვენდოთ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები