მიკოლაევში, ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 12-მდე გაიზარდა

უკრაინაში, მიკოლაივის ოლქის რეგიონალური სამხედრო გუბერნატორის ოფისზე რუსული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე, 12-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, რუსეთის დარტყმამ შენობის ნახევარი დაანგრია.

„მათ [რუსები] დაარტყეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობას, დაანგრიეს შენობის ნახევარი, დაარტყეს ჩემს ოფისს. ადამიანების უმეტესობა სასწაულებრივად გადარჩა“, – ამბობს ვიტალი კიმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები