პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი რუსული ჯარების შეტევას ხარკოვის, კიევისა და სუმის რეგიონებზე წარუმატებლად მიიჩნევს.
როგორც მან DW-თან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის გამო, რუსეთის მხრიდან ბევრი ბირთვული შანტაჟი იქნება.
„ჩვენი ძალები უკვე ათავისუფლებენ სუმის რეგიონს, ხარკოვისა და კიევის ოლქების ნაწილს. რუსული კოლონები იქიდან მიდიან. ეს მათთვის მარცხია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, რუსეთმა ვერც კი გაბედა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რადგან მათ ქვეყნის შიგნით შიდა პროტესტისა და სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობის ეშინიათ
„კიევის რეგიონში ბელორუსის მძლავრი ოპერაციის ნაცვლად, ბელორუსის არმია გადავა ჩვენს მხარეს და იქნება მძლავრი ოპერაცია მინსკის მიმართულებით. მათ ეს კარგად ესმით და ეშინიათ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.