“ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულეა” – დუმაში ახალი კანონპროექტი შეიტანეს
რუსეთის დუმაში დსთ-ის საკითხთა ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა კანონპროექტი დააინიცირა, რომლის მიხედვითაც – ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება.
კანონპროექტის მიხედვით, “თანამემამულედ” უნდა აღიარონ პირები, რომლებიც საუბრობენ რუსულად და მიეკუთვნებიან რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს, ასევე ისინი, ვისი უშუალო წინაპრებიც დაიბადნენ, ან ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ მხედველობაში მიიღება, ის გარემოებაც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლო 30 წლის განმავლობაში გაიზარდა “თანამემამულეების” ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონდათ სსრკ-ს მოქალაქეობა.