Reuters: თურქეთს, აშშ-ს და ისრაელს ევროპაში რუსული გაზის ერაყულით ჩანაცვლება უნდათ
თურქეთმა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თურქეთის გავლით, ერაყის ქურთისტანიდან ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.
ამის შესახებ Reuters-თან საუბარში ოფიცილურმა პირებმა განაცხადეს.
თავის მხრივ, გამოცემა Modern Diplomacy ასევე წერს, რომ, „უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე,თურქეთის ჩართულობით გაზსადენ EastMed-თან თანამშრომლობა ევროკავშირისთვის შეიძლება, იყოს გამოსავალი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ნაწილში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი განხორციელებისგან ძალიან შორს არის, ევროკავშირისთვის სპარსეთის ყურე ერთადერთი რეალისტური და ოპერატიული ვარიანტია. ირანიდან და ყატარიდან, თურქეთის გავლით, ბუნებრივი აირის მიწოდება ამ ეტაპზე სიცოცხლისუნარიანი სცენარია. ორივე სცენარში თურქეთი უმნიშვენლოვანეს როლს თამაშობს“.