უკრაინის დაზვერვა ევროპაში მომუშავე, რუსეთის აგენტების სიას აქვეყნებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ევროპაში მომუშავე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) აგენტების სიას აქვეყნებს.

გავრცელებულ სიაში 620 აგენტის პირადი მონაცემები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაციაა მოცემული.

“ყველა ევროპელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ФСБ-ს თანამშრომლების სია მოიპოვა. აგენტების, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე აგრესორი ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობენ”, – წერია დაზვერვის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები