”ნოვაია გაზეტამ“ უკრაინაში ომის დასრულებამდე მუშაობა შეაჩერა

რუსეთში დამოუკიდებელმა მედიამ – ”ნოვაია გაზეტამ“ უკრაინაში ომის დასრულებამდე მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

”ნოვაია გაზეტამ” უკრაინაში ომის დასრულებამდე ოპერაციების შეჩერება მას შემდეგ მიიღო, რაც მარტში როსკომნადზორისგან მეორე გაფრთხილება მიიღო“,– ნათქვამია გაზეთის სარედაქციო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, უკრაინაში ომის წამოწყების პარალელურად, დახურეს ის მედიასაშუალებები, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებდნენ საზოგადოებისთვის არსებული რეალობის შესახებ ცნობების მიწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები