ლევან დავითაშვილი: ინფლაცია ომმა, აქედან გამომდინარე დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველოში ინფლაცია რუსეთ-უკრაინის ომმა, დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებისთვის ინფლაცია კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება და ამ საკითზე ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს.

„ზოგადად, ინფლაციური წნეხი ყველაზე დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. გვესმის, რომ ეს ინფლაცია მიწოდების შეფერხებიდან გამომდინარეობს. ეს არის ინფლაცია, რომელიც ომიდან მომდინარეობს, მსგავსი შინაარსისაა, როგორიც იყო პანდემიის დროს, როდესაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტას ჰქონდა ადგილი. იგივე გამოიწვია ომმაც და აქედან მომდინარე დაწესებულმა შესაბამისმა სანქციებმაც და დეფიციტმაც. ძირითადად მაინც დეფიციტმა განაპირობა ინფლაციის ზრდა. ყველა ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ინფლაციაა. პრემიერმა ისაუბრა რეკორდულ მაჩვენებლებზე იმ ქვეყნებშიც კი, სადაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ ეს გამოწვევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მთავარ საზრუნავად რჩება. ამაზე ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან და მათი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ ეს ინფლაციური წნეხი შევამციროთ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ზრდა არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები