ეროვნული სასახლე: თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართება

შაბათს, 2 აპრილს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

“სოლისტი ელმირა აივაზიანი დირიჟორი ვახტანგ კახიძე პროგრამა: ვ. ა. მოცარტი – უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ K. 492 ა. არუთინიანი – კონცერტი საყვირისათვის ლა-ბემოლ მაჟორი ფ. შუბერტი – სიმფონია N5 სი-ბემოლ მაჟორი პროექტის წარმდგენია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, პარტნიორი და მხარდამჭერები -ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ქ. თბილისის მერია და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“. კონცერტის დასაწყისი 19:30 გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო) 2019 წელს დააარსა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ და დირიჟორმა მირიან ხუხუნაიშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. თაო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან როგორც კლასიკურ, თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე.

თაო-ს მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩამოუყალიბოს მაღალი მუსიკალური გემოვნება, მისცეს მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მუსიკოსებს საორკესტრო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დაუფლებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები