“უკრაინელი ხალხი ლომია და ის მათ ახმოვანებს” – ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტს ჩერჩილს ადარებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს და უკრაინელების პოზიციის გახმოვანების გამო აქებს. ამის შესახებ southwalesargus წერს
,,პრეზიდენტი ზელენსკი შესანიშნავი ლიდერია. მან გააერთიანა საკუთარი ერი და მის ხმად იქცა. როგორც ჩერჩილი ამბობდა, შესაძლოა თავად ლომი არ იყო, მაგრამ ღრიალის პრივილეგია გქონდეს. უკრაინელი ხალხი ლომია და ზელენსკი მათ ახმოვანებს” – თქვა ჯონსონმა