პუტინი: დასავლეთ ქვეყნებში რუსულ კულტურაზეა თავდასხმა, ასეთი რამე ნაცისტურ გერმანიაში ხდებოდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებში რუსულ კულტურაზე თავდასხმაა და ის ნაცისტური გერმანიის მოვლენებს ჰგავს.

კულტურისა და ხელოვნების სფეროში პრეზიდენტის პრემიის ლაურეატებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ დასავლეთში ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი, რახმანინოვი აფიშებიდან არიან ამოღებული, რუს მწერლებს კი კრძალავენ.

„არასასურველი ლიტერატურის განადგურების მასიური კამპანია უკანასკნელად თითქმის 90 წლის წინ ნაცისტურ გერმანიაში ჩატარდა”, – თქვა მან.

მანამდე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ ბრძოლა ნაცისტურ გერმანიაში ანტისემიტურ დარბევებს ჰგავს.

მისი მტკიცებით, დასავლეთში მცხოვრები რუსები სამედიცინო დახმარებასაც ვერ იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები