პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

 

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თვითმფრინავი, რომლითაც იგი აშშ-ის ლიდერთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიემგზავრებოდა, ვარშავაში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანჯეი დუდა პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჟეშუვში მიემგზავრებოდა.

“თვითმფრინავი ვარშავაში დაბრუნდა, ხოლო პრეზიდენტი ჟეშუვში სარეზერვო თვითმფრინავით გაემგზავრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონური ტელევიზიის ცნობით, დუდამ ვარშავა უკვე დატოვა და რამდენიმე წუთში ჟეშუვში ჩაფრინდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები