პრაღაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, ამიერიდან “უკრაინელი გმირების” ქუჩა ერქმევა

პრაღაში, რუსეთის საელჩოს მახლობლად მდებარე, კორუნოვაჩნის ქუჩის ნაწილს „უკრაინელი გმირების“ სახელი დაერქვა, – ამის შესახებ გამოცემა Ceske Noviny წერს.

უახლოეს სარკინიგზო ხიდს უკრაინელი სამხედროს, ვიტალი სკაკუნის სახელს უწოდებენ. სკაკუნი 24 თებერვალს დაიღუპა, როცა ხიდი ააფეთქა რუსეთის არმიის წინ, რომელიც ქალაქ ხერსონისკენ მიიწევდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიტალი სკაკუნს სიკვდილის შემდეგ მიანიჭა „უკრაინის გმირის“ წოდება.

ცვლილების შემდეგ, რუსეთის საელჩო მდებარეობს ბორის ნემცოვის მოედანსა და უკრაინის გმირების ქუჩაზე, საელჩოს უკან მდებარე ხეივანი კი ანა პოლიტკოვსკაიას სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები