“ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს” – მედვედევი

ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს, საკითხავია, რა პერსპექტივაში, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, “რია ნოვოსტი”- სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი უკვე ფიქრობს მიწოდების დივერსიფიკაციაზე და აზიის ბაზრებს უყურებს.

„დღევანდელ პირობებში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ აზიის ბაზრებს და ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ მიწოდების დივერსიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები ძალიან იჩქარებენ რუსეთიდან გაზის და ნავთობის მიწოდებაზე უარის თქმას”, – თქვა მან.

მედვედევმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის “ძალიან რთულია ამის გაკეთება, რადგან გაზის 40% რუსეთიდან მოდის და ნავთობის დაახლოებით მესამედი”.

“მაგრამ ეს იქნებოდა პატივი, რომ შემოგთავაზონ. მაგრამ თუ მოშორება მოინდომეს – მოიშორებენ. საკითხავია, რა პერსპექტივაში. ჩვენც უნდა ვიფიქროთ, რა ვუყოთ ამას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები