ბაიდენი: პუტინს ნატო-ს დაშლა უნდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს ნატო-ს დაშლას, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„რასაც ვლადიმერ პუტინი თავიდანვე ცდილობს, გააკეთოს, არის ნატო-ს დაშლა. ამას ვამბობდი იმ დროიდან, როდესაც შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ვიყავი. ნატო-ს დაშლა“, – თქვა მან.
ბაიდენის თქმით, რუსეთის ლიდერს ურჩევნია, საქმე ჰქონდეს “30 დამოუკიდებელ ქვეყანასთან, ვიდრე – 30 გაერთიანებულთან”.