“რუსეთმა ბირთვული იარაღი შესაძლოა, არა უკრაინაში, არამედ პოლონეთში გამოიყენოს” – ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მეთაური

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, გასცეს ბრძანება, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე იყოს გამოყენებული.

ამის შესახებ CNN-ის ეთერში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა.

“თუ პუტინს ნამდვილად სურს ნატო-ს შეკავება, თუ მას სჯერა, რომ შეუძლია, გაანადგუროს ნატო, მას შეუძლია – გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. სად გამოიყენებს მას? შესაძლოა, არა უკრაინაში, არამედ სადმე პოლონეთში, ხალხმრავალ ადგილას,” – თქვა კლარკმა.

მისი თქმით, რუსული ჯარები წვრთნების ფარგლებში ახდენენ იმ სიტუაციის სიმულაციას, რომელშიც რუსეთი აგებს, რადგან ნატო მხარს უჭერს მის მოწინააღმდეგეს.

ამ შემთხვევაში, მათ უნდა გამოიყენონ ტაქტიკური ბირთვული იარაღი, შედეგად, ნატო იტყვის, რომ არ სურს ბირთვული ომი და უკან იხევს.

როგორც გენერალმა თქვა, მას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები