ნატო-ში სტოლტენბერგის მანდატი ერთი წლით გახანგრძლივდა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს ლიდერებმა ჩემი მანდატის ვადის 2023 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ვინაიდან ჩვენი თაობის ყველაზე დიდი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ალიანსში ერთიანობას ვინარჩუნებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი ხალხების უსაფრთხოებას”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები