ლევან ბეჟაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს მთავრობა არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს მთავრობა არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებს.
„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ მთავრობის საწინააღმდეგო იქნება. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს მთავრობა ახორციელებს გრძელვადიან, განგრძობად წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“, – აცხადებს ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.