“მას ბევრი საზრუნავი აქვს” – პესკოვი შოიგუს გაუჩინარებაზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბევრი საზრუნავი აქვს, ახლა არ არის მედიასთან აქტიურობისთვის საუკეთესო დრო, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“მისმინეთ, როგორც გესმით, ამჟამად, თავდაცვის მინისტრს ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა არ არის მედიასთან აქტიურად გამოჩენის დრო და ეს სრულიად გასაგებია”, – თქვა პესკოვმა.

გამოცემა “სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პესკოვმა თქვა: “ნუ უსმენთ “სააგენტოს”. თავდაცვის სამინისტროს მიმართეთ”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან დაკავშირებით მედიასა და საზოგადოებაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის მედიის წინაშე მარტის დასაწყისიდან არ გამოჩენილა. ეს იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში “სპეცოპერაციას”, ანუ ომს აწარმოებს და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კომენტარებს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები