რუსეთმა ქვეყანაში Google News დაბლოკა
რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა „როსკომნადზორმა“ ქვეყანაში Google News-ის დაბლოკვის შესახებ განაცხადა – ამის შესახებ Meduza წერს.
”ეს ამერიკული საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი უზრუნველყოფს წვდომას მრავალრიცხოვან პუბლიკაციებსა და მასალებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შესახებ არასანდო ინფორმაციას შეიცავენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
Google News-ზე წვდომა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეიზღუდა.
ცნობისთვის,რუსეთში ასევე შეზღუდულია Facebook-ის, Instagram-ისა და Twitter-ის მუშაობა.