RMF24: უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, სტოლტენბერგის მანდატი შესაძლოა, გახანგრძლივდეს

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატი შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

როგორც RMF24-ს წყარომ უამბო, შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსის წევრებმა შესაძლოა, ბრიუსელის სამიტზე მიიღონ.

“უკრაინის ომთან დაკავშირებით ასეთ არასტაბილურ ვითარებაში საჭიროა უწყვეტობა. აუცილებელია, შევინარჩუნოთ ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს, რომელსაც აქვს გამოცდილება და აღიარება”, – თქვა წყარომ.

მისივე თქმით, “ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა ისეთი სიტუაციის არიდება, როდესაც ასეთ რთულ მომენტში გენერალურ მდივნად ახალი სახე მოვა”.

სტოლტენბერგს მანდატი სექტემბერში ეწურება. გავრცელდა ინფორმაციით,  ვადის ამოწურვის შემდეგ, ის ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს.

თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ, სტოლტენბერგის მანდატი შეიძლება, ერთი წლით გახანგრძლივდეს და, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები