Fitch-ი რუსული კომპანიების რეიტინგებს აუქმებს

 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო – Fitch Ratings ყველა რუსული კომპანიისა და მათი შვილობილი სტრუქტურების რეიტინგებს გააუქმებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება.

აღნიშნული ზომები 15 აპრილამდე იქნება მიღებული.

შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე განთავსდა.

“ევროკავშირის სანქციების შესრულების მიზნით, Fitch Ratings ყველა რუსული კომპანიის და მათი შვილობილი სტრუქტურების შეფასებებს გააუქმებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

8 მარტს კომპანია Fitch-ის ჯგუფმა რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საქმიანობის შეზღუდვები შეეხო საკრედიტო რეიტინგებსა და სხვა სერვისებს, რომლებსაც Fitch Ratings-ისა და Fitch Solutions-ის რუსეთის დეპარტამენტები ახორციელებენ.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ 15 მარტს მიღებული სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროპულ სააგენტოებს რუსი კლიენტებისთვის სარეიტინგო სერვისების მიწოდება ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები