ვიტალი კლიჩკო: ომის დაწყებიდან დღემდე, კიევში, სულ მცირე, 264 სამოქალაქო პირი, მათგან 4 ბავშვი დაიღუპა

ომის დაწყებიდან, კიევში, სულ მცირე, 264 სამოქალაქო პირი, მათგან 4 ბავშვი, დაიღუპა. ამასთანავე, 300-მდე ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და 80-მდე შენობა განადგურდა, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, მტრის სამიზნე კიევია.

“ყველა გაოცებულია უკრაინის არმიის მდგრადობით, როგორი ძლიერები არიან ჩვენი ჯარისკაცები და როგორ უპირისპირდებიან მსოფლიოში უძლიერეს არმიას”, – თქვა კიევის მერმა.

ომამდე კიევში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა, შეჭრის შემდეგ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა. შედეგად, მოსახლეობა დაახლოებით ნახევრამდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები