Western Union-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა

უმსხვილესი ამერიკული გადახდის სისტემა  – Western Union, დღეიდან, რუსეთში ფულადი გზავნილების განხორციელებას წყვეტს.

ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი.

რუსეთის შიგნით ოპერაციები 1-ლი აპრილიდან შეჩერდება.

„რუსეთში გაგზავნილი ფულადი გზავნილები, რომლებიც მიმღებზე 24 მარტამდე არ გაიცა, გამგზავნს დაუბრუნდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება შიდა ოპერაციებზე დაბალი მოთხოვნის გამო მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები