ლატვიამ თინა კანდელაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომღერალი, თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ.
„აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც გართობისა და კულტურის სფეროს წარმოადგენენ, რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისადმი აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს. სიაში შეყვანილი პირები საჯაროდ ამართლებდნენ და ავრცელებდნენ რუსეთის გაუმართლებელ შეჭრას და ომს უკრაინაში.
ლატვია მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ერთი თვეა, გრძელდება და რომელსაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ეწირებიან”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.