“ნატო-ს პროვოკაციის შემთხვევაში” – რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებით ღიად დაიმუქრნენ
გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას, თუ ნატო ქვეყნის პროვოცირებას მოახდენს.
ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბირთვული ომის პერსპექტივის შესახებ დასმულ კითხვაზე, პოლიანსკიმ თქვა: „თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, თუ რუსეთს თავს ნატო დაესხმება, მაშინ რატომაც არა, ჩვენ ბირთვული სახელმწიფო ვართ“.
“არ მიმაჩნია მართებულად ამაზე საუბარი. მაგრამ რუსეთის მუქარა და ჩარევა არ ღირს, რადგან როდესაც საქმე გაქვთ ბირთვულ სახელმწიფოსთან, უნდა გათვალოთ თქვენი ქმედების ყველა შესაძლო შედეგი”, – განაცხადა მან.
პოლიანსკიმ უარყო აშშ-ის მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულებში არიან დამნაშავეები.
“არ მგონია, რომ ჩვენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს ჩავდივართ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე იქ არ ვარ. არც თქვენ ხართ იქ. თქვენ ბევრ ვიდეოს ნახულობთ, რომელიც შეიძლება, ყალბი იყოს. თქვენ ერთის გჯერათ, მე მეორეს ვუჯერებ“, – განაცხადა დიპლომატმა.