ბრიუსელში დღეს უკრაინის საკითხზე ნატო-ს, ევროკავშირის და G7-ის სამიტები გაიმართება

ბრიუსელში დღეს სამი სამიტი გაიმართება, რომელთა განხილვის მთავარი თემა ზუსტად ერთი თვის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა იქნება.

ნატო-ს, ევროკავშირის და G7-ის სამიტებში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენიც  მიიღებს, რომელიც ბელგიის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა.

ასევე, მსოფლიო ლიდერებს, სამივე სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

ლიდერები უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაფართოების საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები