რომის პაპმა Twitter-ზე ომის საწინააღმდეგო განცხადება უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა
რომის პაპმა ფრანცისკემ Twitter-ზე ომის საწინააღმდეგო განცხადება უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა. “ერთად ვლოცულობთ იმისთვის, რათა მმართველებმა გააცნობიერონ, რომ იარაღის ყიდვა და წარმოება არ წარმოადგენს პრობლემების გადაწყვეტას. გამოსავალი მდგომარეობს მშვიდობისთვის ერთად მუშაობაში” , – წერს პაპი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პაპი ფრანცისკე რუსეთის საელჩოში მივიდა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. ამასთან დაკავშირებით პაპი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა.