ნატო უკრაინას ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვაში დაეხმარება
ნატო-ს სამიტზე, რომელიც ხვალ, 24 მარტს ბრიუსელში გაიმართება, უკრაინისთვის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვის აღჭურვილობის მიწოდებაზე შეთანხმდებიან.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ველოდები, რომ ხვალ მოკავშირეები უკრაინისთვის დამატებით მხარდაჭერაზე შეთანხმდებიან. ეს მოიცავს დახმარებას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ისევე როგორც აღჭურვილობას, რომელიც დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. .