რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებს“ ბუნებრივ აირს რუბლში მიყიდის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად რუბლში შეიძენენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად გააგრძელებს, თუმცა, დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ.
ასევე, ერთი კვირის მანძილზე ვლადიმირ პუტინმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოცემული გეგმის პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოუწოდა.
პუტინის თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის რეზერვების გაყინვით დეფოლტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციასთან.