ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს. გარდაიცვალა 1 პაციენტი.
მათივე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 58 ადამიანი მკურნალობს, აქედან 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 224 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 052, ხოლო გარდაიცვალა 676 ადამიანი.