ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დღეს, 23 მარტს “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა.
როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რუსეთის დედაქალაქში ბჟანია “შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობაში”.