უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ხელმძღვანელმა, სერგეი დაინენკომ ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტის უფროსს, სერგეი ლაპონს 30 ვერცხლი გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ ვიდეოჩანაწერს თავად დაინენკო აქვეყნებს.
მისი თქმით, მონეტებით სავსე ქისა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პოდპოლკოვნიკს ბელარუსის ელჩთან გაატანა, რათა ამ უკანასკნელს სერგეი ლაპონსისთვის გადაეცა.
„ეს ბრძანება თქვენთვისაა და არა ჩემთვის“, – უთხრა უკრაინაში ბელარუსის ელჩმა, იგორ სოკოლმა პოდპოლკოვნიკს, რის შემდეგაც ელჩი გატრიალდა და წავიდა.
დაინენკოს თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმა უკრაინისთვის ზურგში ჩარტყმაა და ღალატის სიმბოლო 30 ვერცხლიც სწორედ ამიტომ გაუგზავნა ბელარუს კოლეგას.
„რაშისტები სისხლიან აგრესიას გამოხატავენ უკრაინის მიმართ ბელარუსის ტერიტორიიდან. როგორც ცნობილია, 30 ვერცხლის მონეტა – ღალატის ფასია. უკრაინისთვის ზურგში ჩარტყმისთვის საშუალება მომეცა მონეტები გადამეცა ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის უფროსი გენერალ-ლეიტენტისთვის“, – აცხადებს დაინენკო.
30 ვერცხლის მონეტა – ახალი აღთქმის მიხედვით ღალატისთვის გადახდილი ჯილდოა, რომელიც იუდამ მიიღო, როდესაც იესო ქრისტეს უღალატა.