ანა წითლიძე – ვახტანგ გომელაურს: მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაადგინოთ, რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა

“გისმენდით და ალბათ ვინმეს თვალი რომ დაეხუჭა, ვიფიქრებდით, რომ, მინიმუმ, შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრს ვუსმენდით, ისეთი მოხსენება გქონდათ”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, საარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით სამეგრელოში როგორ დააკავეს მაიორები: რაფავა, ამირან ჯანაშია და გია დათიაშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების იყვნენ და არ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. თქვენ შექმენით ყველაზე საშიში პრეცედენტი იმისი, როგორ აიძულეთ მაშინ მოქმედი პოლიციელები იარაღი ჩაედოთ ყოფილი პოლიციელებისთვის. მაინტერესებს თუ გრძნობთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით, თუ არის გამოძიება დაწყებული იმ პოლიციელებზე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იარაღის ჩადებაში და თუ არის დაკითხული ადვოკატი, რომელმაც გაასაჯაროვა ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ამ პოლიციელებს, რაფავას, ჯანაშიას და დათიაშვილს იარაღი პოლიტიკური მოტივით ჩაუდეს? ასევე, მე მაინტერესებს მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ თქვენ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაადგინოთ, რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა?“, – განაცხადა წითლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები