ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული: შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი აბსურდია

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სხდომაზე საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, აკო ჭელიძე გამოიკითხა, რომელმაც, როგორც დაცვის მხარის მოწმემ, მისცა ჩვენება. მან სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ არცერთ კითხვას არ უპასუხა და ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რაც თავად სურდა.

მისი განცხადებით, მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა.

„შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი იყო, ეს ასე არ იყო და ეს აბსურდია. ვაღიარე ბრალი და არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა, არანაირი თანამზრახველი ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულში არ მყოლია. სასამართლომ მოისმინა მეორე ბრალდებულისგან რაც მოხდა, ამას ვადასტურებ”,- განაცხადა ბრალდებულმა.

პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ბრალდებულს ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა მას იარაღი, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა განაცხადა, რომ “მას არ სურს პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა”. ამასთან, მან ასევე დააკონკრეტა, რომ მის იარაღთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა მასთან ერთად ბრალდებული გიორგი კავილაძე.

“განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი სათქმელი ამოვწურე, არ მსურს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, რაზეც უკვე ისაუბრეს”, – განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულმა ჭელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები