ლევან ბეჟაშვილი: ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები

მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენება, ნამდვილად კარგი გამოსვლა იყო. ობიექტურად ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომელიც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ. მოვისმინეთ ასევე კრიტიკა, თუმცა, შეიძლება, ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, ოპოზიციის კრიტიკის ნაწილში – განსაკუთრებით. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გამგზავრების თაობაზე კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა.

“დღეს მოვისმინეთ პრეზიდენტის სკანდალური განცხადება, რომ ისეთი ვითარება გვაქვს საგარეო ასპარეზზე, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება ევროინტეგრაციაში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ევროპელ ლიდერებთან და მას თანხმობას არ აძლევს პრემიერმინისტრი, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. ეს არის პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა და ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური სკანდალი,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები