მამუკა არეშიძე: ხაჯიმბას განცხადება მოსკოვის ნაკარნახევია

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ – ერთი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხაჯიმბა საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნის მომხრეა. ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული განცხადება რუსეთის მიერ არის ნაკარნახევია, რადგან ფედერაციას რკინიგზის აფხაზური ხაზის აღდგენა ძალიან სჭირდება. არაშიძის თქმით, ეს არის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლიც რუსეთს სომხეთთან და ირანთან პირდაპირ დააკავშირებს.
„რკინიგზის აფხაზური ხაზის აღდგენის ერთ-ერთი ხალისშემშლელი გარემოება იყო ანქვაბი. ანქვაბი აჟღერებდა აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს, რომ რიკნიგზის ხაზის აღდგენა გამოიწვევდა მათი სუვერენიტეტის შელახვას და დემოგრაფიული სურათის ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ანქვაბი წინააღმდეგი იყო, თუმცა ის რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ღიად ვერ ეწინააღმდეგებოდა და მეტნაკლებად ცდილობად დაეცვა აფხაზური საზოგადოების ინტერესი. ხაჯიმბას ეს განცხადება როგორც ჩანს მოსკოვიდან არის ნაკარნახევი. მოსკოვს ძალიან სჭირდება ამ ხაზის აღდგენა, რადგან ეს არის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლიც პირდაპირ დააკავშირებს სომხეთთან და მერე ირანთან რუსეთს“, – განაცხადა არეშიძემ.10588882_912138535480830_688660518_n
ამასთან, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ქართული მხარე და მისი დასავლელი მფარველები რკინიგზის აღდგენის აუცილებლობას დეკლარირებენ, თუმცა სინამდვილეში სრულებით ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს. აღნიშნულის შესახებ ექსპერტმა მამუკა არშეიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშანა, რომ ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მომხრეა საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზური ნაწილის აღდგენის, მაგრამ ამავე დროს საქართველო იძულებულია ანგარიში გაუწიოს მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთს, რომლებსაც ამ რკინიგზის აღდგენა არ სურთ. ექსპერტი დასავლეთის პოზიციის შესახებაც საუბრობს.
„ქართული მხარე აცხადებს, რომ მომხრეა მაგრამ ის იძულებულია ანგარიში გაუწიოს მეზობლებს – აზერბაიჯანსა და თურქეთს. დასავლეთის გარკვეული წრეები კი ფიქრობენ, რომ ეს რკინიგზა იქნება სიტუაციის დაბალანსების კარგი საშუალება, მაგრამ მეორეს მხრივ არის დასავლეთში წრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს დამატებითი სამხედრო მაგისტრალი ექნება, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ასეთი წრეები უკრაინის მოვლენების ფონზე გაჩნდა“, – აღნიშნავს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ – ერთი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნის მომხრეა. როგორც ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ამ პროცესს ქართული მხარე ეწინააღმდეგება.
„ჩვენ რკინიგზის გახსნის მომხრე ვართ და ასევე ვართ მომხრეები იმისა, რომ ამ რკინიგზამ აფხაზეთს დივიდენდები მოუტანოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ქართული მხარე და მისი დასავლელი მფარველები თითქოს ამ სამუშაოს ჩატარების აუცილებლობას დეკლარირებენ, თუმცა სინამდვილეში სრულებით ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს”, – აცხადებს ხაჯიმბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები