აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს.

როგორც Twitter-ში თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ დაწერა, “უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც პენტაგონი, თითქოს, ბიოლოგიურ იარაღს ქმნის, მოსკოვს სურს, უკრაინაში გაუმართლებელი აგრესიის შემდგომ ესკალაციას მოუმზადოს ნიადაგი.

რუსეთი მიჰყვება ქცევის მკაფიო მოდელს – ან თავად ემზადება მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად, ან ომის გაგრძელების გასამართლებლად, უკრაინელების თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს”, – წერს ფსაკი.

ფსაკიმ განმარტა, რომ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაგალითად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ოპონენტებზე, კერძოდ, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მისი თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს სირიის მმართველ ბაშარ ასადს, რომლის რეჟიმს “არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები