უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს

უკრაინის მთავრობა კრძალავს ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, მარცვლეულის, მარილის, ხორცის, შაქრის ექსპორტს – ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის სამშაბათის დადგენილებაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, ასევე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი.

უკრაინა აცხადებს, რომ ეს ზომები ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები