რუსეთში უცხოურ ვალუტაზე რუბლის გაცვლა აიკრძალა

რუსეთში დოლარის შემოდინების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რუსეთის ბანკმა მოქალაქეებს ნაღდი ფულით უცხოური ვალუტის შეძენა აუკრძალა.

რუსეთის ბანკის შესაბამისი შეტყობინება გვიან ღამით გავრცელდა.

შეზღუდვა ძალაში 9 სექტემბრამდე იქნება.

ამასთანავე, დოლარის რუბლზე გაცვლა ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში თანხის გატანა შეეძლებათ მხოლოდ იმ ანგარიშებიდან, რომლებიც 9 მარტამდე ჰქონდათ გახსნილი და მხოლოდ – 10 ათას დოლარამდე ოდენობით. 10 ათას დოლარზე მეტი თანხა გაიცემა მხოლოდ რუბლში და გატანის მომენტში არსებული კურსით.

რუსეთის ბანკი მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ, ნაღდი ფულის გატანის შემთხვევაში, ისარგებლონ “მირ”-ის ბარათით, რომლითაც სარგებლობა დღესდღეობით შესაძლებელია თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები