Bellingcat-მა რუსული არმიის ყველაზე სუსტი ადგილი დაასახელა

რუსეთის არმიის ყველაზე სუსტი ადგილია ლოჯისტიკა.

ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა თქვა.

“აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გადატანილი რესურსების მხრივ, არა ადამიანური, არამედ ინვენტარი – ეს მოიცავს ბენზინს, რაკეტებს, საბრძოლო მასალას, რომლებიც 7-8 დღის მარაგს წარმოადგენდა, ამჟამად მიწოდების თვალსაზრისით უკვე ნამდვილი ხვრელია შექმნილი”, – თქვა მან.

ამავდროულად, გროზევი დარწმუნებულია, რომ მიწოდების “ხვრელები” უფრო და უფრო გაიზრდება, რადგან თითქმის შეუძლებელია რუსული ჯარების განლაგების ადგილებამდე ცისტერნების მიყვანა იმიტომ, რომ ჯარი უკრაინის მასშტაბით არის მიმოფანტული.

„რუსული არმიის ყველაზე სუსტი მხარე ლოჯისტიკაა, ეს ყველამ იცოდა და ახლა ნათლად ვხედავთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ჟურნალისტმა.

ამასთან, გროზევი მიიჩნევს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთი უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებს განახორციელებს, მაგრამ აქაც რუსებს შეიძლება, „სიურპრიზები“ დახვდეთ.

მან ასევე თქვა, რომ, მაღალი ალბათობით, ვლადიმერ პუტინს არ უყვებიან რუსული ჯარის შეჭრის შესახებ სრულ სურათზე, მათ შორის, იმაზე, რომ უკრაინელების 100% ნეგატიურად აღიქვამს რუს ოკუპანტებს. გროზევის თქმით, სამთავრობო ვერტიკალში პუტინისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდების ეშინიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები