უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში შესაძლოა, სამხედროები დნესტრიპირეთიდან ჩართოს.
გენშტაბის ინფორმაციით, პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგიდან გამომდინარე, ოკუპანტები აგრძელებენ ფარულ მობილიზაციას ანექსირებულ ყირიმში, კრასნოდარის მხარეში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში. ასევე, გაძლიერებულია მოხალისეთა მოზიდვა.
გარდა ამისა, დაფიქსირდა უმაღლესი დაწესებულებებიდან ახალგაზრდების ჯარში გაწვევის შემთხვევები.
უკრაინის გენშტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში საომრად მიიზიდონ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დნესტრისპირეთში არიან განლაგებულნი, დაახლოებით – 800 სამხედრო.