McDonald’s-ი რუსეთში რესტორნებს დროებით ხურავს

McDonald’s-ი რუსეთში მოქმედ ყველა რესტორანს დროებით დახურავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. ამასთან კომპანია 62 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს. McDonald’s-ის ხელმძღვანელი, კრის კემპჩინსკი აღნიშნავს, რომ რესტორნების დახურვა სწორი ნაბიჯია.

ცნობისთვის, რუსეთში ​McDonald’s-ის 850 რესტორანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები