აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს.
„დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ-ის სამიზნე გახდა რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ვეღარ შეძლებს შეერთებული შტატების პორტებში შემოსვლას და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც კონგრესში ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ახორციელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და აშშ არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.