კიევს ახალი “ბუდაპეშტის მემორანდუმი” სურს, რომლის გარანტორები იქნებიან აშშ, თურქეთი და მეზობელი ქვეყნები

უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახური” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კიევი უსაფრთხოების ახალ გარანტიებს საჭიროებს და ბუდაპეშტის მემორანდუმის ნაცვლად, უსაფრთხოების გარანტორები, შეიძლება გახდნენ აშშ, თურქეთი და მეზობელი სახელმწიფოები.

ამის შესახებ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, უახლოეს წლებში ნატოში შესვლა ვერ მოხერხდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად მხოლოდ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები გამოვიყენოთ ალიანსში კურსის შესახებ. კურსი – პოლიტიკაა და არა იარაღი, არა თვითმფრინავები, არც სახელმწიფოს დაცვა. მაგრამ, უნდა მიდიოდეს საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის სრული უსაფრთხოება მანამ, სანამ ნატო არ იქნება მზად ჩვენს მისაღებად. ის უნდა განსხვავდებოდეს ბუდაპეშტის მემორანდუმისგან – უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფოების კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, „ხალხის მსახურის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიევის ვერსია, მოსკოვს სთავაზობს იურიდიულად დააფიქსიროს უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღიარება და გარანტირებული იყოს უსაფრთხოება.

„თავის მხრივ, რუსეთმა ასევე იურიდიულად უნდა დააფიქსიროს, რომ აღიარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას და გარანტიას იძლევა, რომ არ დაემუქრება ჩვენს სახელმწიფოს“, – ნათქვამია პოლიტიკური ძალის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარტიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის შემდგომი მშვიდობიანი განვითარების გარანტია.

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ რუსეთმა სხვა გარანტიებთან ერთად, ხელი მოაწეროს ჩვენი სუვერენიტეტის გარანტიებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები