ჯანმო: უკრაინის საავადმყოფოებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებზე თავდასხმები გაიზარდა – სამედიცინო მარაგი იწურება
ბოლო დღეებში უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმები გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სულ მცირე, 9 ადამიანი გარდაიცვალა ჯანდაცვის დაწესებულებებზე 16-ჯერ თავდასხმის შედეგად.
„წარსულმა კონფლიქტებმა დაგვანახა, რომ ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან მოზარდი გოგონები, შშმ და ხანდაზმული ქალები. მათ ემუქრებათ ტანჯვის გაზრდილი რისკი, შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ძალადობის, ასევე, სექსუალური სახის ძალადობის მხრივ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორმა, ჰანს კლუგემ.