„როზადან სიმონამდე“ – ფემინისტური ფილმების ფესტივალი გაიმართება

7, 8 და 9 მარტს, 17:00 საათზე, კინოტეატრ „ამირანში“ ფემინისტური ფილმების ფესტივალი – „როზადან სიმონამდე“ გაიმართება.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წინათქმა ერთვის, სადაც აღნიშნულია, რომ
„ფემინისტური ფილმების ფესტივალით „როზადან სიმონამდე”, რომელიც 8 მარტის კვირაში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იყო დაგეგმილი, ორგანიზატორები გამოხატავენ პროტესტს უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და რუსეთის თავდასხმით დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

ფესტივალის პროგრამის შესახებ:

7 მარტის საპრემიერო ჩვენებაზე, საქართველოსა და მსოფლიოში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას ცხოვრებას WISG-ის ახალი ანიმაციური მხატვრული ფილმი გააცოცხლებს.
8 მარტის კინომოგზაურობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არსებულ რეალობაში: 3 დოკუმენტური ფილმი სლოვენიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, საერთო სოციალისტური წარსულისა და ნეოლიბერალური გლობალური კაპიტალიზმის და მზარდი მილიტარისტული ტერორით სავსე აწმყოს ფონზე;
9 მარტის პროგრამა, ბრაზილიიდან ორი დოკუმენტური ფილმით, ტრანსაქტივისტსა და არტისტს გაგვაცნობს.
ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ სამომავლოდ პროგრამულ გაფართოებას და საფესტივალო ვებგვერდის განვითარებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები