ტყაიაში ცეცხლსასროლი იარაღით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინეს

   ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში ადგილობრივმა პოლიციამ „ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა აღმოაჩინა, რომელშიც სამი დაუდგენელი პირი იჯდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “smoge.org” ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის უბნის ინსპექტორმა აღნიშნულ ავტომანქანაზე ეჭვი აიღო და მას გაჩერება უბრძანა. ისინი პოლიციელის ბრძანებას არ დაემორჩილნენ და მათზე დევნა განხორციელდა. სწორედ ამ დროს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა ერთ-ერთ ბოძს დაეჯახა. მანქანაში მსხდომი სამივე პიროვნება შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა. ავტომანქანაში კი დათვალიერებისას სამი ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ავტომანქანიდან, რომელიც ყაჩაღებმა მიატოვეს, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. წინასწარი ინფორმაციით, მიტოვებული ავტომანქანა ერთ-ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას ეკუთვნის, რომელიც გალის რაიონში მოქმედებს. ამ წუთებში ზუგდიდის პოლიცია ყაჩაღური დაჯგუფების წევრებზე დევნას ახორციელებს.
წყარო: http://www.smoge.org/?p=10844

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები