„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – ქართველი გამომცემლები იულ ფორესტერს შეხვდებიან

6 მარტს, 12:00 საათზე, თბილისში, საგამომცემლო სალექციო კურსის ფარგლებში, ქართველ გამომცემლებთან შეხვედრას გამართავს იულ ფორესტერი, PEN UK-ს მთარგმნელობითი და საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, უილ ფორესტერი PEN UK-ში ხელმძღვანელობს PEN Translates-ის პრემიებს, არის PEN Transmissions-ის პროექტის რედაქტორი.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს კულტურულ სააგენტო Commonwealth Writers-სა და კუალა-ლუმპურის ვიზუალური ხელოვნების სფეროს. იყო კონფლიქტის ზონების წარმომადგენელი მწერლებისთვის შექმნილი პროგრამა Untold-ის პროექტების მენეჯერი.
ამჟამად, ონლაინგამოცემა Review 31-ის არამხატვრული მიმართულების რედაქტორი და რამდენიმე კულტურული ორგანიზაციის კონსულტანტია.
მისი ნაშრომები გამოქვეყნებულა Guardian-ში, Los Angeles Review of Books-ში, the London Magazine-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები