რუსებმა გოსტომელთან უკრაინის გმირი, ჩიბინეევი საკუთარ დაბადების დღეს მოკლეს
სამ მარტს, საკუთარ დაბადების დღეზე რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს უკრაინის გმირი, ვალერი ჩიბინეევი, ის 34 წლის იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი, მასი ნაემი ავრცელებს.
„გოსტომელთა უკრაინის გმირი, კაპიტანი ვალერი ჩიბინეევი მოკლეს. ვალერი ობოლი იყო, მისი ერთადერთი ძმა კი დონბასში დაიღუპა“- წერს მასი ნაემი.
როგორც ცნობილია ის 2015 წელს დონეცკში აეროპორტს იცავდა. უკრაინის გმირის წოდება მას 2016 წელს მიეჭინა